geo eng
საინფორმაციო შეხვედრა პროფესიული განათლების ხელშეწყობის მენეჯერის საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის შესახებ

2014-05-20

2014 წლის 29 მაისს, 10:00 საათზე სათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის გამართავს საინფორმაციო შეხვედრას ფონდის მიერ გამოცხადებული პროფესიული განათლების ხელშეწყობის მენეჯერის საკონსულტაციო მომსახურების საერთაშორისო ტენდერის შესახებ. საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება სასტუმროში თბილისი შერატონ მეტეხი პალასი, მისამართი: თელავის ქუჩა N20, საქართველო, თბილისი.

2014 წლის 2 მაისს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი -საქართველოს მიერ, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში, გამოცხადა საერთაშორისო ტენდერი პროფესიული განათლების ხელშეწყობის მენეჯერის შესარჩევად. დეტალური ინფორმაცია აღნიშნული ტენდერის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:

პროფესიული განათლების ხელშეწყობის მენეჯერის საკონსულტაციო მომსახურების საერთაშორისო ტენდერი

შეხვედრის დღის წესრიგი იხილეთ აქ: TVET RfP Pre-Prop Mtg Agenda

საინფორმაციო შეხვედრის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს შესყიდვების დეპარტამენტს, ტელ.: 2281173, ელ.ფოსტა: procurement@mcageorgia.ge