geo eng
რეგიონული საინფორმაციო შეხვედრები საგრანტო კონკურსის შესახებ

2015-07-27

ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა - საქართველომ „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, დაიწყო საინფორმაციო შეხვედრებისა და კონცეფციის დოკუმენტის გაცნობითი და სამუშაო სემინარების ორგანიზება რეგიონებში. 28 ივლისს, საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 30 ივლისს, შეხვედრა გაიმართება ქუთაისში - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიში, ხოლო 31 ივლისს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. საინფორმაციო შეხვედრებზე და სემინარებზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

დამატებითი ინფორმაციისთვის და შეხვედრებზე დასარეგისტრირებლად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ PEM Consult-ის საქართველოს წარმომადგენლობას:

ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩა N27, 0108 თბილისი, საქართველო

ტელ.: +995 (0)32-997310

ელ-ფოსტა: iswd@pem-consult.de

www.pem-consult.de