geo eng
ადამიანური კაპიტალის განვითარება ეკონომიკური ზრდისთვის

2015-08-07

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელი მენეჯერი, კატერინა ნტეპი, მისი საქართველოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილეს, ქეთევან ნატრიაშვილს შეხვდა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირქტორი, მაგდა მაღრაძე და კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, კატერი კლემენტი.

შეხვედრისას მონაწილეებმა განიხილეს კორპორაციის მეორე, 140  მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში მიმდინარე აქტივობები, მათ შორის, მასწავლებლებისა და სკოლის დირექტორების პროფესიული განვითარების პროექტი, რომლის განხორციელება მომავალი წლიდან დაიწყება და კომპაქის დაფინანსებით საქართველოს მონაწილეობა მიმდინარე ეროვნულ და საერთაშორისო შეფასებებში (PISA, TIMSS, TALIS)

განათლების მიმართულებით 2015 წლის განმავლობაში დაიწყება 30-მდე რეგიონული საჯარო სკოლის რეაბილიტაცია, რაც მოსწავლეებისთვის სწავლაზე ხელმისაწვდომობისა და უსაფრთო გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. სულ, კომპაქტის განმავლობაში დაგეგმილია 100-მდე რეგიონული საჯარო სკოლის რაებილიტაცია.

პროფესიული განათლების მიმართულებით, გამოცხადდა საგრანტო კონკურსი პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის პროექტის ფარგლებში და გრანტების სახით 12 მილიონი აშშ დოლარის გაცემაა დაგეგმილი საჯარო და კერძო პროფესიული განათლების პროვაიდრებისთვის. საგრანტო კონკურსის მიზანიაინდუსტრიის, კერძო სექტორის მოთხოვნებისა და საჭიროებების შესაბამისი კვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადება/გადამზადება, რაც მეტი მოქალაქის დასაქმებასა და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

უმაღლესი განათლების კომპონენტის ფაგლებში, სექტემბრიდან, აშშ-ის სან დიეგოს სახელმწიფო უნვიერსიტეტი უკვე მიიღებს სტუდენტების პირველ ნაკადს და შესთავაზებს ამერიკული ბაკალავრიატის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე პროგრამებს ელექტულ ინჟინერიაში, კომპიუტერულ ინჟინერიასა და ქიმიაში - ბიოქიმიის განხრით. კურსდამთავრებულები მიიღბენ ამერიკულ განათლებასა და საერთაშორისო აკრედიტაციის ამერიკულ დიპლომებს. აღნიშნულ პროგრამებზე სტუდენტები სწავლას შეძლებენ სამ სახელიმწიფო პარტნიორ უნივერსიტეტში: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნვიერსიტეტი და საქრთველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში.

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის კომპაქტის განხორციელებისას განსაკუთრებული ყუარდღბა ეთმობა სოციალურ და გენდერულ ასპექტებს, რაც ინტეგრირებულია კომპაქტის ყველა მიმართულებაში რაცუზრუნველყოფს გოგონებისათვის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ინვესტიციით მიღებულ სარგებელზე წვდომას.