geo eng
სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვის ტენდერი გამოცხადდა

2015-08-18

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი  - საქართველო იწვევს საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედ სამშენებლო კომპანიებს, მონაწილეობა მიიღონ 2015 წლის ფაზის საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების  შესყიდვის ტენდერში.

ტენდერი ხორციელდება ზოგადი განათლების ხარისხის განვითარების მიზნით, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე, 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში. მთლიანობაში, დაგეგმილია საქართვლოს რეგიონებში 100-მდე საჯარო სკოლის  რეაბილიტაცია.  პირველ ეტაპზე იგეგმება 30-მდე საჯარო სკოლის რეაბილიტაციის განხორციელება. 

სკოლებში სასწავლო გარემოს გაუმჯობესებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით,  ფონდი, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, ათობით მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, რაც აგრეთვე ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას. აღნიშნულ პროექტში ფონდის ძირითადი პარტნიორები არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და  სსიპ „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“ (ESIDA).

აღნიშნული საერთაშორისო ტენდერი დაინტერესებულ კომპანიებს სთავაზობს, წარმოადგინონ სატენდერო წინადადებები 2015 წლის ფაზის სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებით. კონტრაქტორი შეირჩევა კონკურენტული/ღია ტენდერის პროცედურების დაცვით.

დაინტერესებულმა კომპანიებმა რეგისტრაციისათვის  უნდა დააფიქსირონ ინტერესი ქვემოთ მოცემულ მისამართზე მათი ფირმის შესახებ დეტალების (ფირმის სახელი, საკონტაქტო პირის სახელი/გვარი, მისამართი, ტელ., ელ.ფოსტა) მითითებით:

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო

დიმიტრი ქემოკლიძე

შესყიდვების დირექტორი

Email:  procurement@mcageorgia.ge; Cc: nramishvili@mcageorgia.ge

შესყიდვების სპეციფიკური შეტყობინება იხილეთ აქ.

სატენდერო დოკუმენტაციის მიღების ბოლო ვადაა  2015 წლის 7 სექტემბერი, 15:00 საათი საქართველოს დროით (GMT+4).