geo eng
„ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის - ხელი შევუწყოთ ქალების განათლებას და პროფესიულ განვითარებას”

2016-01-15

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო იწვევს ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს მონაწილეობა მიიღონ აქციაში ქალების განათლებისა და პროფესიული განვითარების მხარდასაჭერად. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო გამოავლენს საქართველოში მოქმედ ორგანიზაციებს, რომლებიც ამკვიდრებენ ქალთა პროფესიული განვითარების და წინსვლის ორგანიზაციულ კულტურას. აქციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ კერძო სამართლის ნებისმიერ იურიდიულ პირს. 

2016 მარტში ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო და მისი პარტნიორი ორგანიზაციები დააჯილდოვებენ გამარჯვებულ კომპანიებს.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო ახორციელებს პროექტს „პროფესიული სწავლება ეკონომიკის განვთირებისთვის“, რომელიც ითვალისწინებს საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ბიზნეს სექტორის მჭიდრო თანამშრომლობას, ახალი პროფესიული სასწავლო პროგრამების შექმნას, რომლებიც მაღალი მოთხოვნით ისარგებლებს დღევანდელ სამუშაო ბაზარზე.

ვინაიდან, გენდერულ უთანასწორობას შეუძლია მნიშვნელოვნად შეაფერხოს ქვეყნის ეკონომიკური განვითრება,  პროექტის ერთ-ერთი ამოცანაა, საგანმანათლებლო და კერძო სექტორთან თანამშრომლობით, ხელი შეუწყოს ქალებს მიიღონ განათლება რათა სრულფასოვნად ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ეკონომიკური სფეროს ყველა სექტორში და ყველა დონეზე და მოახდინონ თავიანთი შესაძლებლობების სრულყოფილი რეალიზება.   მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://iswd.ge/eng/home.

ვიწვევთ, საქართველოში მოქმედ კომპანიებს, შემოგვიერთდნენ ქალების პოტენციალის სრულად რეალიზების პოპულარიზაციაში. 

აქციის მიზანია საქართველოში გამოავლინოს ლიდერი კომპანია, რომელიც წარმატებით  უწყობს ხელს ორგანიზაციაში ქალთა პროფესიულ განვითარებასა და განათლებას. 

უფრო ზუსტად კი, ქალთა პროფესიული განვითარების და განათლების მიღების ხელშეწყობა შესაძლოა ითვალისწინებდეს შემდეგს:

განათლება და ტრენინგი

აქციაში მონაწილეობის მიღება

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 5 თებერვალი.

აღნიშნული ინიციატივით დაინტერესებულმა მოქმედი ბიზნესის წარმომადგენლებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა და გამოაგზავნონ მისამართზე: geb@mcageorgia.ge

მეტი ინფორმაციისთვის დაეკონტაქტეთ: ქეთევან მამინაიშვილს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის გენდერის და სოციალური საკითხების ინტეგრირების დირექტორს, ტელ: 555 522270, ელ.ფოსტა: kmaminaishvili@mcageorgia.ge