geo eng
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტი გუნდი - კონსენსუსის წარმატების ისტორია

2019-03-13

"ერთმანეთი სხვა გამოგონებების კონკურსზე გავიცანით და ათასწლეულის გამოწვევის გადაჭრის სურვილმა გაგვაერთიანა. ნებისმიერი თერაპია იწვევს გვერდით მოვლენებს, რომლებიც ხშირად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროცესებსაც კი არღვენენ - მაგალითად, სიმსივნის ქიმიოთერაპია. ნანოკაფსულები, რომლებიც შევქმენით, ზემოქმედებენ მხოლოდ დაზიანებულ უჯრედებზე და მნიშვნელოვნად ამცირებენ თერაპიების გვერდით მოვლენებს.

ჩვენს საყვარელ გამომგონებლებს, რონალდ ბრესლოუს და ჟან-პიერ სავაჟს, დიდი წვლილი მიუძღვით თანამედროვე ნანომეცნიერების განვითარებაში. იმედი გვაქვს, ჩვენი მუშაობაც, ერთ დღეს, მნიშვნელოვან სოციო-მეცნიერულ სარგებელს მოიტანს."

გაიცანით ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი - Millennium Innovations Award კონკურსის ფინალისტი გუნდი - კონსენსუსი