geo eng
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტი გუნდი DBM-ის წარმატების ისტორია

2019-03-21

"ტრიბოელექტრული ფარდა"- არის ახალი თაობის ქარის ელექტროსადგური. ჩვენ მიერ შექმნილი სისტემა ელექტროენერგიის გამომუშავების იმ დონეს აღწევს, რომელსაც არ გააჩნია არავითარი შემზღუდავი ფაქტორი გარემოსგან, იქნება ეს ამინდი, თუ დღე-ღამური ციკლი. ის ჰაერის მცირე ნაკადის საშუალებითაც კი გამოიმუშავებს ელექტროენერგიას და თითქმის არასდროს წყვეტს მუშაობას, ეკოლოგიურად სუფთაა და საფრთხეს არ უქმნის ბუნებას. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ტრიბოელექტრული ფარდის შექმნა არ არის დაკავშირებული დიდ ხარჯებთან.”

გაიცანით ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი - Millennium Innovations Award კონკურსის ფინალისტი გუნდი - DBM.