geo eng
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტი გუნდი Hawks-ის წარმატების ისტორია

2019-03-25

"3 წლის ერთი ჩვეულებრივი შეხვედრა ძალიან საინტერესოდ გაგრძელდა. ინჟინერიისა და მეცნიერებების მიმართ განსაკუთრებულმა ინტერესმა ერთ გუნდად გაგვაერთიანა. იმ დღიდან, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება ინოვაციური იდეებისა და საინტერესო ინჟინრული გადაწყვეტილებების ძიებით იწყება. 
ჩვენი გამოგონება არის ოპტიკური სისტემა: მობილური დეტექტორი და მოზაიკური ამრეკლი ეკრანი, რომელიც საშუალებას გვაძლევს ეფექტურად და მარტივად ვუმზიროთ უჩინარ მოვლენებს, როგორიცაა: გაზის გაჟონვა, საფრენი აპარატებისა და ნებისმიერი ტრანსპორტის აეროდინამიკა."

გაიცანით ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი - Millennium Innovations Award კონკურსის ფინალისტი გუნდი - Hawks.