geo eng
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტი გუნდი ინოვატორების წარმატების ისტორია

2019-03-28

"გავერთიანდით, რათა დავანახოთ სამყაროს, რომ არ არსებობენ შეზღუდული უნარების მქონე ადამიანები. შევქმენით გამოგონება, რომელიც მათ ადაპტაციისა და სრულფასოვანი ცხოვრების შესაძლებლობას მისცემს.
ჩვენი პროექტი წარმოადგენს გაჯეტების კომპლექსურ მექანიზმს, რომლის მსგავსიც ბაზარზე არ მოიპოვება. ქუდის გაჯეტით უსინათლო შეძლებს გაარჩიოს დაღმავალი კიბე, ორმო ან ზემოთ მდებარე დაბრკოლება.
ხელის გაჯეტს შეუძლია, გაარჩიოს გარკვეული, წინასწარ დასტიკერებული ნივთები და ამცნოს უსინათლოს ნივთის შესახებ სპიკერის მეშვეობით.
ფეხის გაჯეტი კი ქვემოთ მდებარე დაბრკოლებებსა და აღმავალი კიბის იდენტიფიცირებას ახდენს და უსინათლოს ვიბრაციის მეშვეობით ატყობინებს დაბრკოლების შესახებ.
როგორც უსინათლოებისგან გავიგეთ, გარემოსთან მაადაპტირებელი პროდუქცია ბაზარზე ძალიან მცირე რაოდენობით მოიპოვება და არცთუ ისე მრავალფეროვანია არჩევანი."

გაიცანით ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი - Millennium Innovations Award კონკურსის ფინალისტი გუნდი - ინოვატორები.