geo eng
ტენდერი საკონსულტაციო მომსახურების გაწევაზე

2013-05-20

ამერიკის შეერთებული შტატების „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ“ (MCC) ეკონომიკური განვითარებისა დასიღარიბის დონის შემცირების ხელშეწყობის მიზნით, 2011 წლის დეკემბერში საქართველო შეარჩია MCC-ის მეორეხუთწლიანი კომპაქტის უფლებამოსილ ქვეყნად. კომპაქტის შემუშავების პროცესის წინასწარი მოლაპარაკებების პერიოდშისაქართველოს მთავრობამ მთავარ პრიორიტეტად მიიჩნია ადამიანური კაპიტალის ხარისხის გაუმჯობესება, განსაკუთრებითკი - კვალიფიციური ტექნიკური სპეციალისტებისა და პროფესიონალების დეფიციტის, როგორც ქვეყნის უწყვეტიგანვითარების ძირითადი ხელშემშლელი პირობის აღმოფხვრა ეკონომიკურ სექტორებში. განათლების სისტემისგანვითარების ხელშეწყობისათვის კომპაქტის ფარგლებში ჯამურად იგეგმება 140 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა, რომლის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს წარმოადგენს უმაღლესი განათლების განვითარების ხელშეწყობა.

კომპაქტის რატიფიცირებამდე განსახორციელებელი წინასწარი სამუშაოების ფარგლებში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა- საქართველომ გამოაცხადა ტენდერი საკონსულტაციო მომსახურების გაწევაზე შემდეგი მიმართულებებით:

წინასატენდერო საკონსულტაციო შეხვედრა ჩატარდება ა.წ. პირველ მარტს, 2013, 17 საათზე, სასტურო„თბილისი მარიოტში“.

შეხვედრის მიზანია ტენდერში დაინტერესებულ კანდიდატებისთვის სატენდერო პირობების გაცნობა და შეკითხვებზე პასუხის გაცემა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს საქართველოს ვიცეპრემიერ-მინისტრი, მეცნიერებისა და განათლების მინისტრი ბ-ნი გიორგი მარგველაშვილი,ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ბ-ნი ჯიმმაკნიკოლასი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, ბ-ნი გია ზურაბაშვილი.შეხვედრას ასევე დაესწრებიან საქართველოს წამყვანი სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორები, ათასწლეულისგამოწვევის კორპორაციისა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს თანამშრომლები დამოწვეული პირები.