geo eng

ყოველწლიური კონფერენცია

„პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის მხარდაჭერით საფუძველი ჩაეყარა პროფესიული განათლების ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას საქართველოში.

კონფერენციის მიზანია პროფესიული საგანანმანათლებლო დაწესებულებების, მთავრობის, საჯარო და კერძო სექტორის, დამსაქმებლების და სამოქალაქო სექტორის დაკავშირება, რათა განიხილონ პროფესიული განათლების სფეროში არსებული წარმატებული მაგალითები და გაეცნონ პროფესიული განათლების სექტორში რეფორმების მიმდინარეობასა და საერთაშორისო ტენდენციებს.

კონფერენცია აყალიბებს ერთიან პლატფორმას, სადაც ყველა დაინტერესებული მხარე წარმოადგენს საკუთარ ხედვას ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის განვითარების გზების შესახებ.

2016 წლის 18 ივლისს, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, გაიმართა პირველი ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია „პროფესიული განათლების როლი ეკონომიკის განვითარებისთვის“.  

შემდეგი კონფერენციის გამართვა 2017 წლის შემოდგომაზე იგეგმება.