geo eng

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო გენდერულ უთანასწორობას ეკონომიკის ზრდის და სიღარიბის აღმოფხვრის ერთ-ერთ დამაბრკოლებელ ფაქტორად მიიჩნევს. სწორედ ამიტომ, სოციალური და გენდერული საკითხები შესულია კომპაქტის ფარგლებში დაგეგმილი პროგრამების განხორციელების ყველა ეტაპზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს კომპაქტით გათვალისწინებულ სარგებელზე თანასწორი წვდომა. აგრეთვე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მიღებული აქვს საერთაშორისოდ აღიარებული გარემოსა და სოციალური მდგრადობის პრინციპები, რომლებიც გათვალისწინებულია კომპაქტის ფარგლებში  ყველა აქტივობის დიზაინსა და განხორციელებაში. ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკის მდგრადი განვითარება და ჯანმრთელი გარემო ურთიერთდამოკიდებული ცნებებია.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველომ შეიმუშავა სოციალური და გენდერული ინტეგრაციის გეგმა, რომელიც დაამტკიცა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ. აგრეთვე, შემუშავდა გარემოს დაცვისა და სოციალური მართვის სისტემა, რაც ხელს შეუწყობს ჩვენ სიაქმიანობას და უზრუნველყოფს თითოეული ჩვენი აქტივობისა და პროგრამის განხორციელებისას გარემოსდაცვის, სოციალური მდგრადობის და გენდერული კომპონენტების ინტეგრაციას.