geo eng
პროექტი "წყლის ფარი"

2018-05-07

21–ე საუკუნის ყველაზე დიდ გამოწვევას შეეხნენ და ჰაერის დაბინძურების პრობლემაზე იმუშავეს სკოლა აია-Gess-ის მეთერთმეტეკლასელებმა. ახალგაზრდებმა მოწყობილობა შექმნეს, რომელიც საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ჰაერს მავნე ბაქტერიებისგან გაწმენდს და გააჯანსაღებს. 

შორენა გუჯაბიძე, დეა ილარიონოვამ, მარინა გუჯაბიძემ და თეიმურაზ სიმონიშვილმა იდეა პროექტად – „წყლის ფარი“ აქციეს და ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მესამე ადგილის მფლობელებიც გახდნენ. 

„ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოგვარებას შევეცადეთ მე და ჩემი გუნდის წევრები და გამოვიგონეთ წყლის ფარი, რომლის მთავარი იდეა ჰაერის გაჯანსაღებაა. ჩვენი გამოგონების მექანიზმი ასეთია: ფარის ერთ მხარეს ივლის დადებითად დამუხტული წყლის ჭავლი, ხოლო მეორე მხარეს – უარყოფიად დამუხტული ჭარბი წყალი. ამ სტრუქტურით დაიშლება ფარზე მოხვედრილი მავნე მიკროორგანიზმები და მივიღებთ სუფთა ჰაერს“. – დეა ილარიონო