geo eng
ელენე ასლანიკაშვილის წარმატების ისტორია

2018-03-15

ელენე ასლანიკაშვილი სან დიეგოს უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტია. მისი შეფასების საშუალო მაჩვენებლი 3.9 (GPA). ნიჭიერი და წარმატებული ახალგაზრდა აქტიურადაა ჩართული სტუდენტურ ცხოვრებაში და გარდა საკუთარ თავზე მუშაობისა, ცდილობს მიღებული ცოდნა და გამოცდილება სხვა სტუდენტებსაც გაუზიროს, როგორც ქიმიასა და ბიოქიმიაში, ასევე ინგლისურში. 

ელენეს საქმიანობა უნივერსიტეტში:
✔დღეს ელენე ერთ-ერთი წარმატებული და პერსპექტიული სტუდენტია;
✔ იგი აქტიურადაა ჩართული ქიმიის კლუბის საქმიანობაში და ტექნიკურ დახმარებას უწევს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვა სტუდენტებს კვლევების მიმართულებით.
✔ელენე აქტიურად მუშაობს სკოლის მოსწავლეებთან და აბიტურიენტებთანაც. იგი მომავალ ქიმიკოსებს დარგის უკეთ გაცნობაში ეხმარება და სტიმულს აძლევს სწორად დაგეგმონ მომავალი პროფესია. ნიჭიერი სტუდენტი მოზარდებთან ერთად საინტერესო ექსპერიმენტებსა და ცდებსაც ატარებს და ცდილობს კიდევ უფრო შეაყვაროს ქიმია-ბიოლოგია ქიმიით დაინტერესებულ მოსწავლეებს. 
✔ იგი აქტიურადაა ჩართული უნივერსიტეტის ინგლისური ენის აკადემიაშიც, სადაც ასევე წარმატებით ეხმარება თანატოლებს ინგლისური ენის გაძლეირებაში. (ელენემ TOEFL-ის გამოცდაში უმაღლესი ქულები და ეროვნულ ოლიმპიადაზე I ადგილიც მოიპოვა). ელენეს ერთ-ერთი საქმიანობა სწორედ ინგლისურ ენაში თანატოლების მომზადება და ცოდნის გაზიარებაა.